რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:
სასტუმრო “ოაზისი” მდებარეობს წყნარსა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. სასტუმრო ტერიტორია შემოსაზღვრულია ევკალიპტის ტყითა და შავი ზღვით, რაც ჩვენ სტუმრებს აზლევს საშუალებას წყნარსა და მშვიდ გარემოში ჩაატარონ საქმიანი შეხვედრები ან მიიღონ რელაქსი.
სასტუმროს გააჩნია საკუთარი 300მ შემოფარგლული პლაჟი, რომელიც ინტეგრირებულია სასტუმროს ტერიტორიასთან, რაც განასხვავებს მას სხვა სასტუმროებისაგან
სასტუმროს გააჩნია 30 უფასო და 30 ფასიანი სერვისი, რითაც გამოირჩევა “ოაზისი” სხვა სასტუმროებისაგან.
სასტუმროს 5 ბარი და რესტორანი: “Lounge Bar”, “Kids Bar”, “Pool Bar” “Manhattan Night Bar”, “Beach Club” და “Terasa Restaurant” საშუალებას აძლევს ყველა კატეგორიის სტუმარს იპოვოს მისი “ოაზისი” ჩვენს სასტუმროში.
ჩვენი სტუმრების განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს უკრაინიდან მოწვეული ანიმატორების გუნდი, რომელთა მიმართულებაა: საბავშვო ანიმაცია, სპორტული ანიმაცია და საღამოს ანიმაცია.
მობრძანდით ჩვენთან და იგრძენით თავი ოაზისში!
სასტუმრო შედგება სამი კორპუსისაგან, სადაც განთავსებულია 93 სხვადასხვა კლასის ნომრები 14 სტანდარტული, 39 დელუქსი, 29 ლუქსი, 7 საოჯახო, 4 აპარტამენტი.